თაკო ჩარკვიანი – “გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამოვრიცხავ”

თაკო ჩარკვიანი - "გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამოვრიცხავ"პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას შესახებ საუბრობს.

 – ოპოზიცია ამბობს და ალბათ თქვენც, რომ გახარიამ გადადგა სწორი ნაბიჯი. იმ ყველაფრის ფონზე, რაც ვნახეთ 20 ივნისს, მზად ხართ, ითანამშრომლოთ გახარიასთან, თუ ის პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტს?

– არა! ნაბიჯი გადადგა ამ ეტაპისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ჩამოერეცხა 20 ივნისი. ამხელა პასუხისმგებლობა აიღო მაშინ და ამხელა ზიანი მიაყენა ამან მთელ საქართველოს. რას ნიშნავს, ვითანამშრომლოთ მასთან? ამით ჩამოირეცხავს იმ დანაშაულს?! არა, ასეთ რაღაცას არ ვუშვებ.

მინდა, ობიექტური ვიყო და ვიტყვი, კარგია, რომ მან ახლა სწორი ნაბიჯი გადადგა. ამ გადაწყვეტილებას მოვიწონებ, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვუხსნი 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას. ეს გამორიცხულია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა