ვიკა ბუკია – “სოფო შუბლაძე არ ამომდის არც თავიდან, არც ტვინიდან, საერთოდ არაფრიდან”

ვიკა ბუკია - "სოფო შუბლაძე არ ამომდის არც თავიდან, არც ტვინიდან, საერთოდ არაფრიდან"ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:

“სოფო შუბლაძე არ ამომდის არც თავიდან, არც ტვინიდან, საერთოდ არაფრიდან. აი, ვიდეო პალატიდან რომ უგზავნის ნინოს. ძალიან ახლობელი სცენაა.

რამდენი ასეთი ვიდეო გამიგზავნია ჩემი კოვიდის დროს, ჩემი მეგობრებისთვის – ვინ იცის. ცეკვავს და ვერ ვსუნთქავო – ამბობს. მე ხომ გამოვლილი მაქვს ეს. მეც ვერ ვსუნთქავდი და მაინც ვიცინოდი. გამაოგნებელი უსამართლობაა. როგორ შეიძლება ის გოგო, იმ ვიდეოში რომ ცეკვავს, ახლა აღარ იყოს?! კოვიდი წავა და ეს ტრავმები სულ ჩვენთან დარჩება. ერთი წელია მესმის ეს “ისეთები აღარ ვიქნებით”.

ცხადია, არ ვიქნებით. არასდროს ვიქნებით ისეთი, როგორიც თუნდაც 1 წლის წინ ვიყავით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში. შეიძლება ჩემი პოსტ-კოვიდური მელანქოლია მალაპარაკებს, ან სოფო, რომელიც განსაკუთრებით მეტკინა. მაგრამ როგორ უნდა იყო ისევ ისეთი, როცა 3.485 ადამიანი დავკარგეთ.
1 წელი გავიდა იმ ერთი კაცის გამოჩენიდან – ირანიდა რომ შემოყვა “მარშუტკას”. ან რამდენი ვიხალისეთ პალატიდან გამოქცეული ირანელი ბიჭის ვიდეოზე, უკან რომ მიათრევენ ექიმები. და ახლა ყველაზე სევდიანი ვიდეო გახდა ჩემთვის. ეს ერთი წელი იყო არამხოლოდ ჩაკეტვის, მონატრების, გაჩერების, ლუკმა-პურის დაკარგვის, არამედ დაკარგული ადამიანების წელი.”