ამირან გამყრელიძე თანამდებობას დატოვებს

ამირან გამყრელიძე თანამდებობას დატოვებსარსებული ინფორმაციით, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს.

ამირან გამყრელიძეს ეს ინფორმაცია თავად არ დაუდასტურებია.

ამ დრომდე კი კიდევ უცნობია, როდის შემოვა ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები “კოვაქს” პლატფორმისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება, რადგან საჭირო დოკუმენტაციისა და აპლიკაციის სწორად შევსება ვერ მოახერხეს.

“ვაქცინა რომ არ გვაქვს, ეს არის კონკრეტული დაწესებულების პასუხისმგებლობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მისი ხელმძღვანელების. პასუხისმგებლობა სიტყვებით არ გამოიხატება და გამოიხატება სამართლებრივად, არამხოლოდ სახლში წასვლით, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით და დიდი აუდიტია ჩასატარებელი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის საქართველოში ვაქცინა”, –  თქვა გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩალაძემ.
ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამით დაინფიცირების 31 შემთხვევა ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია.

შეგახსენებთ, რომ “კოვაქს” პლატფორმის განმარტებით, საქართველომ Pfizer-ის ვაქცინა თებერვალში ვერ მიიღო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.

მთავარი