ანა ნაცვლიშვილი – “ოცნებამ” ღარიბაშვილი უნდა გადამალოს”

ანა ნაცვლიშვილი - "ოცნებამ" ღარიბაშვილი უნდა გადამალოს"“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების გამოძიების პროცესში ღარიბაშვილი უნდა გადადგეს:

– მას უნდა ეთქვა, რომ უდანაშაულოა, მაგრამ ვინაიდან ასეთი ეჭვი გაჩნდა, გადადგება და  ყველაფერს გააკეთებს, რომ გამოძიება წარიმართოს ობიექტურად.

– ღარიბაშვილის დარჩენას მოლაპარაკებებში “ოცნების” სპიკერად “ლელო” არ ეთანხმებოდა, მაგრამ ოპოზიციამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. რჩებით თქვენ პოზიციაზე?

– “ოცნების” ინტერესებშია, რომ გადამალოს თავისი პრემიერი და არ გამოაჩინონ. ასეთი შელახული სახე “ოცნებისთვისაც” კი უხერხულია. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია უცვლელია. იცით, რომ პროცესს არ ვშლით.

– დასხდებით მოლაპარაკებებზე?

– ღარიბაშვილი არ უნდა იყოს.

– თუ იქნება?

– არა, ეს ჩვენთვის არ არის მისაღები და “ლელო” არ იქნება იმ შეხვედრაზე. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება. ღიად არ აღიარებენ ამას, მაგრამ პრობლემას აცნობიერებენ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა