“ასეთ საკითხებს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით” – დანიელსონი ტვ პირველზე

"ასეთ საკითხებს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით" - დანიელსონი ტვ პირველზეყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში მსგავს საკითხებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, ის კერძო შემთხვევებს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატულებისა და მედიის თავისუფლება. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის გარეთ ქვეყნებისთვის. რაც შეეხება კერძო საკითხებს, კერძო შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი. მინდა დავამატო, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში“, – განაცხადა დანიელსონმა.