“გახარია, კალაძე და კვირიკაშვილი ერთად სერიოზულ ძალას შექმნიან” – ვახტანგ ძაბირაძე

"გახარია, კალაძე და კვირიკაშვილი ერთად სერიოზულ ძალას შექმნიან" - ვახტანგ ძაბირაძეექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუ გიორგი გახარია, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანდებიან, პარტიის შექმნისთანავე მესამე ძალად ჩამოყალიბდებიან.

„თეორიულად სამი პიროვნებაა დღეს რომელთა გაერთიანება, თუ ეს შესაძლებელია, იქნება წამყვანი ამ მიმართულებით. თუ კალაძე, გახარია და კვირიკაშვილი შეძლებენ ერთი პოლიტიკური ცენტრის შექმნას, მაშინ ეს იქნება სერიოზული განაცხადი იმისა, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას.

მას გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე ნებისმიერ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

ეს მართლაც იქნება მესამე ძალა შექმნისთანავე. შემდეგ კი დამოუკიდებული იქნება, როგორ წარმართავენ როგორც პარტიის, ასევე ოპოზიციის საქმიანობას და რას შესთავაზებენ საზოგადოებას.