“გახარია პარტიას შექმნის და სათავეში მოვა, “ოცნება” კი ოპოზიციაში გადავა”

"გახარია პარტიას შექმნის და სათავეში მოვა, "ოცნება" კი ოპოზიციაში გადავა"„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბრობს.

– მიმდინარეობს გიორგი გახარიას პერსონის ინტენსიური გაპიარება. ფეისბუქში მისი არშექმნილი პარტიის მხარდამჭერთა ჯგუფიც კი გაჩნდა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

– გეთანხმებით, რომ გახარიას რეკლამა უკეთდება. არ მახსოვს, საქართველოს რომელიმე პრემიერი ან მთავრობის თავმჯდომარე ასეთი ხმაურითა და რეკლამირებით წასულიყოს თანამდებობიდან. როგორც ვატყობ, გიორგი გახარია პარტიას ქმნის.

– აშკარაა, რომ მას სხვები ეხმარებიან.

– პირადად მე მახსენდება ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი. მან ივარაუდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს. არ არის გამორიცხული, გახარიას პარტია 2024 წელს მოვიდეს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ კი ოპოზიცია გახდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გახარიას პოლიტიკური ძალის შექმნაში ბიძინა ივანიშვილი დაეხმაროს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა