ღარიბაშვილი – “ვადამდელი არჩევნების საფუძველი არ არსებობს”

ღარიბაშვილი - "ვადამდელი არჩევნების საფუძველი არ არსებობს"პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი წითელი ხაზია.

“ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საპატრიარქოში, კათოლიკოს პატრიარქ, ილია მეორესთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.