იაგო ხვიჩია – “ნაციონალებს ივანიშვილის ჩამოგდებაში არ დავეხმარებით”

იაგო ხვიჩია - "ნაციონალებს ივანიშვილის ჩამოგდებაში არ დავეხმარებით"“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არსებობს სამი თამაში:

– არსებობს ხელისუფლების თამაში, არსებობს მიშას თამაში და არსებობს “გირჩის” თამაში. მთელი ის სიბინძურე, რაც ჩვენ თავს ხდებოდა და როგორც თავს გვესხმოდნენ, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ავირჩიეთ მხარე მოჩხუბრებს შორის. მოჩხუბრები არიან “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა.

– ალეკო ელისაშვილი საით არის?

– ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შევიდა ოპოზიციის გარეშე. იმას კი არ ვამბობ, რომ ამის გამო “ქართულ ოცნებაზე” შეყვარებული გახდა, მაგრამ გარე დამკვირვებლის თვალით, “ქართული ოცნების” შემადგენელი ნაწილია. არა იმიტომ, რომ მას ეს უნდა, არამედ ასეთი კონსტრუქცია ლაგდება. ასეთი პოლარიზებული გარემოს პირობებში ასე წარმოჩინდება და ჩვენ ამ შემთხვევაში ვერც ერთში ვერ ჩაგვსვეს და ამიტომ დაგვიწყეს თავდასხმა.

ჩვენ ვართ მომრიგებლები. ჩვენ ვართ “ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის შემრიგებლები და არც ერთს არ ავყვებით, რომ მეორე გამოვლანძღოთ. ჩვენ არ დავეხმარებით ხელისუფლებას ნაცმოძრაობის დასამარცხებლად და ციხეში ჩასასმელად და ნაციონალურ მოძრაობას “ოცნებისა” და ივანიშვილის ჩამოსაგდებად და მიხეილ სააკაშვილის პირველ პირად დასასმელად. ჩვენ შერიგების პარტია ვართ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა