ილო ბეროშვილი – ,,კომიდან გამეღვიძა კივილით, პამპერსები მეკეთა და ანი მივლიდა”

ილო ბეროშვილი - ,,კომიდან გამეღვიძა კივილით, პამპერსები მეკეთა და ანი მივლიდა”ტელეწამყვანმა და მსახიობმა, ილო ბეროშვილმა მომღერალ ლელა წურწუმიას გადაცემაში ის მძიმე პერიოდი გაიხსენა, როცა ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო.

„ერთხელ ვიჯექი ტაქსიში. იმ ადამიანმა მაშინვე შემატყო, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. მითხრა, ძალიან უყვარხარ ჩემს შვილს და არ გიტყდება, რომ ამ მდგომარეობაში ხარ. ახლა გული მიკვდება, იმიტომ, რომ ჩემი შვილისთვის შენ ხარ მაგალითი, ნათელი ტიპი და ეს ხომ შენი პასუხისმგებლობაა. ჩემს შვილს ამას ვერ ვეტყვი, იმიტომ, რომ მთელი სამყარო ჩამოენგრევაო. მაშინ პირველად გავიაზრე, რომ შენ რაღაც მოგეცა და ამ დროს შენ არაფრის თქმის უფლება არ გაქვს… ისე მეშინოდა, რომ ანის დავკარგავდი…

ებრაელი კაცი იყო ჩამოსული, რომელიც გარკვეულ პროცედურას ატარებდა. 6 საათიან კომაში უნდა ჩავარდნილიყავი, გარკვეული პრეპარატი უნდა შემოეშვათ და რაც თვენახევარში უნდა გაგევლო, ლომკები და ა.შ. ამ პროცედურის დროს გადიოდი. 3-დან 5 პროცენტამდე იყო რისკი, რომ ვერ გაიღვიძებდი.

მივედი ამ ექიმთან და დავწექი. გარეთ იდგა ანი… 6 საათის მერე გამეღვიძა კივილით. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს თხევადი ვიყავი. მეგონა, რომ, როგორც წყალი, სადღაც გავიდოდი. ის ღამე ჯოჯოხეთი იყო _ ტირილი, ქვითინი… მსგავი არაფერი მინახავს.

სახლში გამომაცილეს პამპერსებით, ანიმ და მამაჩემმა წამომიყვანეს. ანის გარდა არავის ვიკარებდი. 3 დღე ანი მივლიდა პამპერსებში…

სარკენიუსი