“კალაძე ოპოზიციაში გადავა ივანიშვილთან შეთანხმებით” – ლადო სადღობელაშვილი

"კალაძე ოპოზიციაში გადავა ივანიშვილთან შეთანხმებით" - ლადო სადღობელაშვილიექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ კალაძეს ძალიან ბევრი გარღვევა აქვს და მას  რომ მერად აღარ გაუშვებენ.

– შეიძლება წავიდეს ოპოზიციაში?

– რატომ უნდა წავიდეს ოპოზიციაში, იმის იმედით, რომ ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს? მე მეეჭვება, რომ ამის ამბიცია ჰქონდეს, ან შესაძლებლობა. კალაძის უკან ძალიან ბევრი შავი ლაქაა. ისევე, როგორც გახარიასთან მიმართებაში. ჩვენ ნელ-ნელა ვხედავთ და ვგებულობთ გახარიას მიერ ცუდ და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. ამიტომ, არ მგონია, რომ რამე გაბედონ. თუკი რომელიმე გაბედავს და “ოცნებასთან” შეთანხმების გარეშე ოპოზიციაში გადავა, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რა ღვარცოფი დაეცემა მათ პოლიტიკურ იმიჯს. იმიტომ, რომ კორუფციაში არიან ჩაფლულები.

– ეს რა პოლიტიკაა, სანამ გუნდში არიან, ხმას არავინ სცემს და თუ ოპოზიციაში წავლენ, ამოულაგებენ შავბნელ საქმეებს?

– შეიძლება წავიდნენ, მაგრამ წყნარად უნდა წავიდნენ. ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, როგორ წავლენ.

– ვერ გაბედავენ ოპოზიციაში წასვლას?

– შეუთანხმებლად ვერ გაბედავენ. ხოლო თუ ეს ხდება შეთანხმებით, მაშინ ეს იქნება კარგი ამბავი. დღეს მოსუფთავებულია ოპოზიციური ველი. პრაქტიკულად ოპოზიცია აღარ არსებობს ქვეყანაში. მათ ევროპაც მატყუარას ეძახის. მე მაინც ვფიქრობ, რომ კალაძე თუ წავა ოპოზიციაში, ეს უფრო იქნება შეთანხმებული,

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა