“კალაძემ კობახიძე და ღარიბაშვილი ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს” – კახა კუკავა

"კალაძემ კობახიძე და ღარიბაშვილი ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს" - კახა კუკავა“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს 2 ლაწირაკი მართავს.

– კობახიძესა და ღარიბაშვილს გულისხმობთ?

– კობახიძე, ღარიბაშვილი და ის მანიაკი, რომელიც სადღაც არის ახლა შემძვრალი, რომელიღაც სოროში და ხან იძლევა ხისტ დავალებებს, მიდით, დაიჭირეთ ყველაო, ხან დამფრთხალია, საერთოდ იმალება და ამბობს, აღარ დამირეკოთო.

მე ველოდები ვადამდელ არჩევნებს. ის, რაც არ ესმის საქართველოს მთავრობას, ძალიან კარგად ესმით საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება უნარიანი, რომლის სიტყვასაც ექნება ფასი, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების აღსრულება.

ამ მთავრობაშიც არიან შედარებით რაციონალური და ადეკვატური ადამიანები.

– კერძოდ?

– თუნდაც კალაძე. მე მასზე მზე და მთვარე არ ამომდის, მაგრამ დროა, მათ გამოიჩინონ მეტი რაციონალურობა და ეს ორი ჩამოაცილონ იმ ბერკეტებს, რომლებითაც მათ შეუძლიათ ქვეყნის დესტაბილიზაცია.

კალაძემ და კიდევ რამდენიმემ თავიანთი პასიურობით ქვეყანას უკვე მიაყენეს ზარალი და ახლა დროა, ცოდვები გამოისყიდონ.

ამის გასაკეთებლად სულ რამდენიმე კვირა აქვთ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა