ლელა წურწუმია – “მე იმ ღამეს ბავშვი დავკარგე…”

ლელა წურწუმია - "მე იმ ღამეს ბავშვი დავკარგე..."რამდენიმე თვეა, რაც მომღერალი ლელა წურწუმია საკუთარ გადაცემას უძღვება და იწვევს საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, რომელებიც პირადი ცხოვრებიდან აქამდე უცნობ ისტორიებს ჰყვებიან.

ამჯერად, ლელა წურწუმიამ გადაცემაში საკუთარი ცხოვრებიდან ერთ-ერთი ტრაგიკული ეპიზოდი გაიხსენა, რომელიც „მხოლოდ ლელასთან“ ანონსშია ნაჩვენები.

„არანორმალური ტკივილი დამეწყო, ფერიც აღარ მადევს, ფაქტობრივად, მიცვალებული ვარ… მე იმ ღამეს ბავშვი დავკარგე…“, – იხსენებს წურწუმია.

გადაცემა დღეს, 18 მარტს, უნდა გასულიყო ეთერში, მაგრამ მისი ჩვენება გადაიდო.

“ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, დღეს გადაცემა ეთერში ვერ გავა. შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს”, – წერია გადაცემის ფეისბუქის გვერდზე.