მელიას გირაოს ევროკავშირი გადაიხდის, რურუა ციხიდან ნოემბერში გამოვა, ვადამდელი არჩევნები არ იქნება

მელიას გირაოს ევროკავშირი გადაიხდის, რურუა ციხიდან ნოემბერში გამოვა, ვადამდელი არჩევნები არ იქნებაფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა, თუმცა ის მოიცავს შემდეგ საკითხებს – გიორგი რურუა ციხეს დატოვებს ნოემბრის ბოლოს; ნიკა მელიას გირაოს თანხას კი ევროკავშირი გადაიხდის.

შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა უკვე 3 საათია მიმდინარეობს და ამ დრომდე გრძელდება.

გუშინ, 29 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ დენიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს 30 მარტს დადებს.