“ქართული ოცნება” – 23%, ნაციონალები – 7%, არც ერთი პარტია – 40% – ედი-ს კვლევა

"ქართული ოცნება" - 23%, ნაციონალები - 7%, არც ერთი პარტია - 40% - ედი-ს კვლევა„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობისთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – პასუხები ასე გადანაწილდა: არცერთი პარტია – 40%, „ქართული ოცნება“ – 23%, უარი პასუხზე – 14%, არ ვიცი – 8%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 7%, სხვა პარტიები – 7%.

ედი-ს კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი.

რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.