“სააკაშვილს გვარამიასთვის უთქვამს, ლუზერები ხართო და მაგრად უჩხუბიათ” – თამთა მეგრელიშვილი

"სააკაშვილს გვარამიასთვის უთქვამს, ლუზერები ხართო და მაგრად უჩხუბიათ" - თამთა მეგრელიშვილითამთა მეგრელიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან“ – დიდი ამბები, ჩხუბი და გარჩევა ყოფილა გუშინ ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის.
კერძოდ მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე საუბარი ქონია გვარამიასთან და უხეშად საყვედურობდა, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქცია, არც იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ მე სპეციალური განცხადებით გამოვეხმაურე და ზოგადად ამ თემას რომ არ მიაქციეთ ყურადღება სათანადო, ლუზერები ხართო.
არც გვარამიას დაუხევია უკან, პრეზიდენტობის დროს, შენც და შენი გუნდის წევრებიც ჰესების აშენებას ემხრობოდით, არქივში ასობით მსგავსი შინაარსის განცხადება იძებნება და ამ ორმაგი სტანდარტის გამო გავხდებით დასაცინი და უარესად შემოგვიტრიალდება თემაო.
სააკაშვილი თურმე სხვა თემებზეც უკმაყოფილოა – გვარამიას განსაკუთრებული გაღიზიანება სააკაშვილისგან იმის თქმამ გამოიწვია, რომ ტვ პირველი უკეთესად ეთანამშრომლება, რის მაგალითად ოპოზიციის აქციის გაშუქება იყო მოშველიებული.
ნაცმოს ლიდერების ეს ჩხუბი და დავიდარაბა როგორ დასრულდება და ვისი პოზიცია გაიმარჯვებს, ამას მალე „გლავკანალის“ ეთერიდან გავიგებთ.”