„საჯარო მოხელეობა დიდი ტვირთია, მესმის მისი“ – წილოსანი მაჭავარიანის გადადგომაზე

„საჯარო მოხელეობა დიდი ტვირთია, მესმის მისი“ - წილოსანი მაჭავარიანის გადადგომაზე“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი, ვანო მაჭავარიანის ფინანსთა მინისტრობიდან გადადგომას ეხმაურება:

“ჰქონდა რამდენჯერმე ეს მოსაზრება, თუმცა ესე გადაწყვეტილი არ იყო. შეიძლება ქვეყანაში მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე გადადო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ საჯარო მოხელეობა აღარ უნდოდა. ძალიან დიდი ტვირთი ჰქონდა და ალბათ აქედან გამომდინარე ჰქონდა სურვილი. ვანო მაჭავარიანის უშუალო მონაწილეობით იქნა დახმარება მიღებული, ყველაზე საჭირო დროს. მე არ მგონია, რომ ვანო მაჭავარიანი პოლიტიკაში დარჩეს. მით უმეტეს გიორგი გახარიასთან” , – ამბობს წილოსანი.

დეპუტატის ვარაუდით, მაჭავარიანის შემცვლელს პრემიერი მალე დაასახელებს:

“არ მგონია, კადრი უკვე მომზადებული იყოს, მაგრამ პრემიერმინისტრი ძალიან მალე წარადგენს შესაბამის მომზადებულ კადრს.

არც ვანო მაჭავარიანის შემთხვევაში, არც რომელიმე მინისტრის შემთხვევაში არ შემიძლია ვთქვა, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას. შეიძლება ეს იყოს ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე” , – ამბობს წილოსანი.