სოფო შევარდნაძე დედა გახდა – ვაჟს ანდრია დაარქვა

 სოფო შევარდნაძე დედა გახდა - ვაჟს ანდრია დაარქვასაქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფო შევარდნაძე დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა.

როგორც ცნობილია, შევარდნაძემ ვაჟს ანდრია დაარქვა.

სოფო შევარდნაძე მრავალი წელია მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს ჟურნალისტიკის სფეროში. ის პოლიტიკური მიმართულებით აშუქებს სხვადასხვა თემას.

შევარდნაძე პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს, ამიტომ დეტალები მის სიახლესთან მიმართებით, უცნობია.