თაკო ჩარკვიანი – “ნინო ბურჯანაძე მამაჩემის ნათლული რომაა, ამის გამო რუსეთმა უნდა შემჭამოს?”

თაკო ჩარკვიანი - "ნინო ბურჯანაძე მამაჩემის ნათლული რომაა, ამის გამო რუსეთმა უნდა შემჭამოს?"თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის აქციებზე არ უნდა გამოჩნდეს:

– ეს არის იმ ხალხის მოთხოვნა, ვინც გაანულა რუსული ვექტორი საქართველოში. ოპოზიცია აცოცხლებს მათ და კითხვა ისმის, რატომ? ხომ გვინდა, პროცესი სწორად წავიდეს და არ მიდის სწორად. აგერ ქალბატონ ნინოს ჩემზე უთქვამს, პირადი ინტერესი ამოძრავებსო.

– ისიც თქვა, ნათელმირონობა მაკავშირებს და ამის გამო ვიკავებ თავს, ვუპასუხოო.

– რა პასუხი უნდა გამცეს?! ხალხს გასცეს პასუხი, ტელევიზიის დარბევას რომ ამართლებდა. პატივს ვცემ ნათელმირონობას, მაგრამ, იმის გამო, რომ მამაჩემის ნათლულია, მისი ჩანაწერი მოვიწონო?! მოვიწონო უბლოკო სტატუსი, რომ რუსეთმა და ირანმა შემჭამოს?! მე ვიბრძვი, რომ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გახდეს საქართველო და ქალი უბლოკო სტატუსს აყენებდა.

მე არ ვამბობ, რომ აორთქლდეს პოლიტიკიდან. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველაფერში მას და მის ოჯახს, გარდა რუსის ჯარის შემოყვანისა.

დანარჩენში ყველაფერში გაუმარჯოს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა