“ამაზე საზარელი არაფერია, თითქოს ცხოვრება მთავრდება” – სოფო შევარდნაძე მშობიარობის შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა

"ამაზე საზარელი არაფერია, თითქოს ცხოვრება მთავრდება" - სოფო შევარდნაძე მშობიარობის შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა42 წლის სოფო შევარდნაძეს შვილის გაჩენის შემდეგ დეპრესია დაემართა, რის შესახებაც მან ინსტაგრამში დაწერა:

“რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გრძნობს, განიცდის და ფიქრობს ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა?

პირველი ორი კვირა მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა და ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება იყო. ჩემთვის არაფერია იმაზე საზარელი, ვიდრე კოგნიტური დისონანსი, რომელსაც გრძნობს ქალი, ხელში ჩვილატატებული და მოქვითინე, თითქოს ცხოვრება მთავრდება. შენ უბრალოდ ვერ აცნობიერებ, რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი, როცა გვერდით გიწევს ბედის ყველაზე დიდი საჩუქარი. ამ ყველაფერს თან ერთვის პირველი კვირების ფიზიკური სისუსტე შფოთვასთან, მომავლის შიშსა და ერთგვარი დანაშაულის გრძნობასთან ერთად.

მესმის, რომ ეს დედობრივი გამოცდილების ნაწილია, რომლის გავლა აუცილებელია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო იოლი იქნებოდა, ნაწილობრივ მაინც რომ ვყოფილიყავი ამისთვის მზად.

ამიტომაც მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო თქვენთან, რომ ყველა დედა, ვინც ჩემს ჩანაწერებს კითხულობს, ხვდებოდეს, რომ ის მარტო არ არის თავის შეგრძნებებში და განცდებში. და რომ შიში, ტირილი და დახმარების თხოვნა სავსებით ნორმალურია, თუმცა კი ინსტაგრამში დადებულ იდეალურ ფოტოებს ეწინააღმდეგება.

თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამაზე ღიად საუბარი გაცილებით მნიშვნელოვანია”.

მშობლები