ბესო ზანგური ნინუცა მაყაშვილზე – “ასეთ ამაზრზენ ტყუილს 5.000 ლარზეც კი არ უნდა ამბობდე”

ბესო ზანგური ნინუცა მაყაშვილზე - "ასეთ ამაზრზენ ტყუილს 5.000 ლარზეც კი არ უნდა ამბობდე"მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის, ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს.

ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა “ფარულ კონვერტში” განაცხადა, რომ თანაცხოვრების დროს ბესო ზანგური მას ხშირად ცემდა.

“ვემიჯნები ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5.000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს,” – უთხრა მსახიობმა რუსთავი 2-ს.

ის სიცრუეს უწოდებს ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.

კითხვაზე კი, რა გახდა განქორწინების მიზეზი, მსახიობი პასუხობს:

“არაფერი. უბრალოდ, აი ასე მოხდა…”

ბესო ზან­გუ­რმა კომენტარი “ნეტ­გა­ზეთ­თანაც” გააკეთა.

“ამ ყვე­ლა­ფერ­ში იჭყლი­ტე­ბა ბავ­შვი, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლია. რომ გა­დავ­ხე­დოთ ჩემი ცხოვ­რე­ბის რიტმსა და წესს, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი მამა ვარ და მე­უღ­ლე. რა­მე­ნა­ი­რად გა­მო­ვავ­ლენ­დი სხვა­გა­ნაც ამ მო­ძა­ლა­დე სა­ხეს რომ ვიყო”, – გა­ნა­ცხა­და ბესო ზან­გურ­მა.

თუ მის შვი­ლებ­ზე ამ­გვა­რი “ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა გაგ­რძელ­და”, ზანგური არ გა­მო­რი­ცხავს, სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს სარ­ჩე­ლით.