ბესო ზანგური – “ნინუცა ტყუილში მაცხოვრებდა, მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში”

ბესო ზანგური - "ნინუცა ტყუილში მაცხოვრებდა, მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში"ბესო ზანგურმა “ინფო რუსთავმან” ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს უპასუხა.

– ადასტურებთ ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს?

– არა და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. მე მყავს მეუღლე უსაყვარლესი და შვილები. ამ შვილებში 2 გოგონაა და მე ვიქნები მუდამ პირველი, ვინც დაგმობს ძალადობას. ნოდარიკო ზანგურს არ ჰყავს არც მოძალადე მამა და არც მატყუარა დედიკო, მას ორივე ღირსეული მშობელი ჰყავს. სულ ესაა.

– რა მოხდა იმ ღამეს, რომელსაც იხსენებდა ნინუცა, რატომ წავიდა ის სახლიდან?

– დღემდე არ ვიცი, რატომ წავიდა. ალბათ იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა… მე რეპეტიციაზე წავედი, ის სახლიდან.

– მეუღლეზე ეჭვიანობდით?

– არ ვარ ეჭვიანი კაცი, ზომიერად კი, მაგრამ ჩემი ოჯახი არაა ცემა-ტყეპის მომხრე.

– რა გახდა იმ ღამით კამათის მიზეზი?

– არა, არ გვიკამათია. მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. დავიძინე, გავიღვიძე და წავედი რეპეტიციაზე, რომ მოვალ ვილაპარაკოთ მეთქი, მოვედი და აღარ დამხვდა. მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი.

– იმ ღამით, როცა დაბრუნდით გასტროლიდან, დაიძინეთ და დილით, როცა გაიღვიძეთ, წასული დაგხვდათ?

– არა, დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ.

– რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მოგატყუათ?

– გასტროლიდან ვრეკავდი და მეუბნებოდა, რომ სახლში იყო ჩემი თვეების შვილთან ერთად. აეროპორტში მეგობარი შემხვდა და მითხრა, ზღვაზე ვნახეო, გავოცდი, ხომ გეუბნებით, ვუთხარი, რატომ მომატყუე ასეთი რამ, მოვალ და ვილაპარაკოთ მეთქი. წავედი მე რეპეტიციაზე და ის წავიდა სახლში.  მძიმე ადამიანი ვარ, მაგრამ ცემა? დარტყმა? ეს არის ის, რაც არ არსებობს ბუნებაში.