დავით უსუფაშვილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა

დავით უსუფაშვილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა“ლელოს” წევრმა, დავით უსუფაშვილმა, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ევროკავშირის ოფისში დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისი “პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება დამოკიდებული”.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიებიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს “ლელოდან” ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ანა ნაცვლიშვილმა, გიორგი ვაშაძემ – “სტრატეგია აღმაშენებელი”, ვახტანგ მეგრელიშვილმა – ,,გირჩი”, ზურაბ ჯაფარიძემ – ,,გირჩი-მეტი თავისუფლება”, ალეკო ელისაშვილმა – ,,მოქალაქეები”, ხათუნა სამნიძემ –  ,,რესპუბლიკური პარტია”. ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი დავით ბაქრაძემ და ,,ენმ”-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ასევე ,,ენმ”-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტზე ხელმოწერას 20 აპრილს შეუერთდნენ  არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. ხელმოწერას დღე შეუერთდნენ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრები თეონა აქუბარდია და პაატა მანჯგალაძე.