“გახარია ბიძინას პროექტი არ არის” – მამუკა გამყრელიძე

"გახარია ბიძინას პროექტი არ არის" - მამუკა გამყრელიძემამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას გუნდში ბიზნესმენებს ელოდება, რადგან  გახარია ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში ბიზნესისთვის ძალიან სასარგებლო იყო. ბიზნესმენები მისი მადლიერები არიან.

– მაშინ ფინანსებიც საკმარისი ექნება.

– კი, კი, სწორედ ამის თქმა მინდოდა. მას არ ექნება ფინანსების გაჭირვება, თუმცა სიტუაციის პოლიტიკურად დალაგების პრობლემა ექნება.

– როდიდან ელოდებით მის გააქტიურებას?

– მაისიდან მაქსიმალურ აქტიურობას დაიწყებს, ადგილობრივ არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

– “ოცნების” აქტიური მხარდამჭერები მას ისე ლანძღავენ, ბევრს უკვე ეჭვი ეპარება იმაში, რომ ის ბიძინას პროექტი იყოს.

– მე არა მგონია, რომ გახარია ბიძინას პროექტი იყოს. ის კომპრომისული ფიგურაა. აქვს ბიზნესთან მუშაობის, ასევე უცხოურ ბიზნესში მუშაობის გამოცდილება. ტიპი არის ძალიან მოქნილი.  სერიოზული შესაძლებლობები ექნება წარმატების მისაღწევად.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა