“გახარია ივანიშვილის უსაფრთხოების ბალიში იქნება” – ხათუნა ლაგაზიძე

"გახარია ივანიშვილის უსაფრთხოების ბალიში იქნება" - ხათუნა ლაგაზიძეექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე”ახალ თაობასთან ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია ივანიშვილისთვის უსაფრთხოების ბალიშის როლის შემსრულებელი შეიძლება გახდეს, მიუხედავად იმისა, გახარია მისი პროექტია თუ დამოუკიდებელი მოთამაშე.

– ეს რაში გამოიხატება?

– შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ “ოცნებამ” 43%-ზე ნაკლები უნდა მიიღოს იმისათვის, რომ ვადამდელი დაინიშნოს, ამიტომ ოპოზიციას მოუწევს 2020-ზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება.

ტრადიციულად უფრო ნაკლები ამომრჩეველი დადის ხოლმე ადგილობრივ არჩევნებზე. რაც უფრო ნაკლებია ამომრჩეველი, ეს ხელისუფლებისთვის უკეთესია, რადგან მისულ ცოტა ხალხში მისი ამომრჩევლის წილი მეტია,

ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს გახარიას ამომრჩეველი. ამ შემთხვევაში, გახარიას ახალი პარტია ოპოზიციის პარტნიორად უფრო გვევლინება, თუმცა არა პირდაპირ, არამედ ირიბად. ანუ, თუ გახარია იმუშავებს “ოცნების” ხმებზე, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს “ოცნების” შანსებს, აიღოს 43%.

თუმცა, გახარიას პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლის შემთხვევაში, თუკი ის ხელშესახებ შედეგს დადებს, უკვე რიგგარეშე არჩევნებიც შეიძლება აღარ იქნეს საშიში გამოწვევა ივანიშვილისთვის. იმიტომ, რომ გახარია მისთვის უსაფრთხოების ბალიშის როლს შეასრულებს და ივანიშვილს დარჩება იმის შანსი, რომ მომავალ რიგგარეშე არჩევნებზე ისეთი კონფიგურაცია დაჯდეს, რაც მას პიროვნულად არ დააზარალებს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა