გახარია-კალაძის ტანდემი გარდაუვალია – პაატა ზაქარეიშვილი

გახარია-კალაძის ტანდემი გარდაუვალია - პაატა ზაქარეიშვილიკონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” გახარიას გააქტიურებაზე საუბრობს.

– გახარია მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში?

– შესაძლოა არ მიიღოს და დაელოდოს, სიტუაცია როგორ შემობრუნდება. დღეს სამი თავი აქვს ამ ბაყბაყდევს, სახელად “ქართული ოცნებას”. ეს არის კობახიძე და მისი გუნდი, ეს არის გახარია, რომელიც ჯერ ჩრდილშია, მაგრამ მისი ყურები უკვე ჩანს და მესამე კახა კალაძე, რომელიც დღეს ჩუმადაა და საავადმყოფოშია. ღმერთმა კარგად ამყოფოს, თუმცა არაფერი კატასტროფული არ ჭირს.

– კალაძე გამიჯვნას ხომ არ ცდილობს “ოცნებისგან”?

– ბევრი კითხვა გააჩინა ამ შემთხვევამ. როგორც წესი, ახალგაზრდა პოლიტიკოსები თავის ავადმყოფობაზე არ ლაპარაკობენ, იმიტომ, რომ ეს აძლიერებს ოპოზიციას. მე ძალიან გამაკვირვა კალაძის განცხადებებმა.

– თანაც განსაკუთრებული არაფერი ჭირსო…

– ჩემი აზრით, ის ამ მიზეზით გაემიჯნა დღეს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და პოლიტიკურ გარჩევებს. ამით თქვა, რომ არც გახარიასი ვარ და არც კობახიძისო.

კალაძეს დიდი ამომრჩეველი ჰყავს როგორც იმერეთში, ისე თბილისში და ისე ქვემო ქართლში. გახარიას თავის ამომრჩეველი ჰყავს სამეგრელოში. მისია გუბერნატორები. გახარია, ასევე, აზის ზემოდან ძალოვან უწყებებს. გახარია ფლობს ბერკეტებს, მართოს სიტუაცია ადგილობრივ არჩევნებზე.

ის ადგილობრივ არჩევნებს გარედან დააკვირდება და თუ თავისი ხალხი დიდი რაოდენობით მოიყვანა, მერე გამოვა ჩრდილიდან.

აი ამ შემთხვევაშიკალაძე-გახარიას ალიანსი გარდაუვალი იქნება! ეს იქნება ორი დადებითი და პოპულარული ფიგურა. სერიოზული მინუსები არც ერთს არ აქვს. თავისი გადადგომით, გახარიამ გაასუფთავა საკუთარი წარსული. ამიტომ 2024-ისთვის დიდი ალბათობით ვიხილავთ გახარია-კალაძის ტანდემს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა