“გახარიას მომხრეები უმრავლესობას ვერ დაშლიან” – სოსო შატბერაშვილი

"გახარიას მომხრეები უმრავლესობას ვერ დაშლიან" - სოსო შატბერაშვილი“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ კახა კალაძე შეიძლება გაერთიანდეს გიორგი გახარიასთან:

– მათი ახალი ძალა იქნება ივანიშვილის ფრთებქვეშ. ივანიშვილმა თვითონ გვითხრა, რომ 2024 წლისთვის “ქართულ ოცნებას” შეცვლის ჯანსაღი ძალა, “ოცნება” კი ოპოზიცია გახდება.

– არსებობს ინფორმაცია, რომ გახარიას მომხრეები პარლამენტში დაშლიან პარლამენტის უმრავლესობას და შექმნიან ახალ რეალობას.

– არა მგონია, გახარიას მომხრეებმა უმრავლესობა დაშალონ. ისინი შექმნიან ფრაქციას. ვფიქრობ, რომ ეს ფრაქცია “ოცნებასთან” ერთად იქნება უმრავლესობაში.

– კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ახლანდელი “ქართული ოცნება” ორად გაიყოფა.

– გახარიას წასვლის შემდეგ დარჩენილი “ოცნება” შეიძლება, მინიმუმ ორ ნაწილად გაიყოს. “ქართულ ოცნებაში” ბევრი ყოფილი თუ პორტირებული ნაციონალია. ერთხელ პარლამენტის სხდომაზე ნიკა მელიამ უმრავლესობას მიმართა, თქვენ რომ გიყურებთ, ნაცმოძრაობის ფრაქციის სხდომაზე მგონია თავიო. მელიას ამაში ვეთანხმები. ქართულ პოლიტიკაში არსებობენ ფლუგერები. ისინი იქით იხრებიან, საითაც ქარი დაუბერავს. კახა ოქრიაშვილი ადრე ნაციონალებთან იყო, შემდეგ – “ქართულ ოცნებასთან” გადმოვიდა, მოგვიანებით, ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ფლანგზე გადაინაცვლა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა