გიორგი ხოჯევანიშვილი “ოცნებას” ტოვებს და გახარიას უერთდება

გიორგი ხოჯევანიშვილი "ოცნებას" ტოვებს და გახარიას უერთდებაუმრავლესობის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება.

ხოჯევანიშვილი უმრავლესობის დატოვების საკითხზე განცხადებას დღესვე გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პარტიას ქმნის.