“ოცნება” შეცდომას დაუშვებს, კალაძეს თუ სხვა ჩაანაცვლებს” – რამაზ საყვარელიძე

"ოცნება" შეცდომას დაუშვებს, კალაძეს თუ სხვა ჩაანაცვლებს" - რამაზ საყვარელიძეპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თუ კალაძის პიროვნული რეიტინგიდან ამოვალთ, მაშინ “ქართულმა ოცნებამ” კალაძე არ უნდა ჩაანაცვლოს სხვა ფიგურით.

– კალაძის რეიტინგი იძლევა იმის საშუალებას, რომ მას დაუჭიროს “ოცნებამ” მხარი და კვლავ ის წარადგინოს. თან, ამ რეიტინგს, სავარაუდოდ, კიდევ გაზრდის თავისი აქტიური ბუნებიდან გამომდინარე. რთულად ასახსნელი იქნებოდა კალაძის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება. თუმცა, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ოცნება”.

– თუმცა, სულ ვრცელდება ხმები კალაძის დამოუკიდებლად გასვლაზე.

– თუ კალაძე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ის შეიცვლის პოლიტიკურ არენას, შეიძლება ეს წამგებიანი აღმოჩნდეს მისთვის. ის დღეს არის დედაქალაქის, მილიონნახევრიანი თბილისის პირდაპირი გზით არჩეული მერი. ამის იქით რაღა უნდა იყოს?! თან, ჯერ ძალიან ბევრი მიმართულებით დასალაგებელია ბევრი რამ როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისე “ქართულ ოცნებაში”. ჯერ ეს მოზაიკა მხოლოდ ახლა იხატება.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ვფიქრობ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესები ჯერ კიდევ წინ არის.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა