პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სალომე სამადაშვილის სესახებ საუბრობს.
– სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ.
– სამადაშვილი რეალურად გაემიჯნა ნაციონალურ მოძრაობას და თავისი პოზიცია გააჩნია. მაინტერესებს, იარა როგორ უნდა მოიშუშო, მაშინ როდესაც არ შეიძლება ძალადობის წახალისება და ვინც ძალადობა ჩაიდინა, მათ პასუხი უნდა აგონ.
არა მგონია, რომ სამადაშვილის ადგილი იყოს ამ პარტიაში მისივე პირადი თვისებებიდან გამომდინარე. ადამიანი თავისი პარტიის მომხრეებს სუნიანებს და ბრბოს უწოდებს. თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა ეს ინფორმაცია და სამადაშვილსაც არ უარუყვია. ეს არის ადამიანი, რომელმაც გამარჯობის თქმა არ იცის და რახან ელჩი იყო, ზემოდან იყურება. აკრიტიკებს მიხეილ სააკაშვილს. იმ ადამიანს, ვინც ელჩად დანიშნა.
სამადაშვილი ელჩი აღარ იყო, როცა „ოცნება“ მოვიდა და ამიტომ გაწევრიანდა ნაცმოძრაობაში. ანუ, თავისი პირადი ინტერესი გააჩნია, ახლა კი არც კი შეათანხმა პარტიასთან, ისე შევიდა პარლამენტში.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა