დმანისში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა – “ყველანი ჩვენი ძმები არიან”

დმანისში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა - "ყველანი ჩვენი ძმები არიან"დმანისში შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჩავიდა.

მისი თქმით, დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებს. გომელაურის თქმით,  არსებული ვითარება არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.

– ჩვენი ძმები არიან ყველა, ამას არ დავუშვებთ. არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის თქმით, ადგილზე კონფლიქტის ესკალაცია სწრაფად მოხდა და დროული რეაგირება ამიტომ ვერ მოხერხდა.