ლევან ვასაძე მოსკოვში ალექსანდრე დუგინს შეხვდა 

ლევან ვასაძე მოსკოვში ალექსანდრე დუგინს შეხვდა მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” ლიდერი, ლევან ვასაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოსკოვში საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარ მტერს, კრემლის იმპერიალიზმის იდეოლოგს, ალექსანდრე დუგინს შეხვდა – შეხვედრის ამსახველი ექსკლუზიური ვიდეო-კადრები “მთავარმა არხმა” გაავრცელეა.

მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედში” ადასტურებენ, რომ ვასაძემ ქვეყანა ნამდვილად დატოვა, თუმცა არ იციან, შეხვდა თუ არა ის დუგინს.

ცნობისთვის, ალექსანდრე დუგინი ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერია. ის საერთაშორისო „ევრაზიული მოძრაობის“ იდეოლოგია, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსეთის მთავრობას თბილისის დაპყრობას და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას ურჩევდა.

დუგინი Youtube-არხზე საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ ვიდეოს ავრცელებს.

ამ ვიდეოში დუგინი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წლებს აკრიტიკებს, პარტიას რუსეთთან ომის დაწყებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათგან განსხვავებით, დღეიდათვის, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯები უფრო რაციონალურია და ამისათვის, “ქართული ოცნება” მის შექებასაც კი “იმსახურებს”.

დუგინის მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბარი ეხება ლევან ვასაძესა და მის ახლადშექმნილ პოლიტიკურ მოძრაობას “ერთობა, რაობა, იმედი”. კრემლის იდეოლოგი რუსეთის ხელისუფლებას ვასაძის მოძრაობით უფრო მეტად დაინტერესებისკენ მოუწოდებს და ამბობს იმასაც, რომ ვასაძე, როგორც “პატრიოტი და ნაციონალისტი ქართველი”, რუსეთისთვის პრობლემა იქნება.

სააკაშვილის მომხრეები ტერორისტ სოროსზე, ასევე ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და ნატოზე დაყრდნობით ემზადებიან რევანშისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობა ამ კურსს კატეგორიულად არ ეთანხმება. თუმცა, “ქართული ოცნების” კომპრომისები, მითუმეტეს, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ნამდვილად ვერ იქნება ალტერნატივა. ამიტომ, მომდევნო 26 მაისის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, შეიქმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება “ერი”, რომელსაც სათავეში უდგას პოეტი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ლევან ვასაძე. პოზიტიური ისაა, რომ “ერი” გამოდის საქართველოს მართლმადიდებელი იდენტობის მხარდაჭერით. ასევე, ემხრობა ტრადიციული საზოგადოების ნორმებთან დაბრუნებას. იცავს ტრადიციულ ოჯახს. მკვეთრად ეწინააღმდეგება გლობალიზმს და ულტრალიბერალიზმს. კატეგორიულად უარყოფს გენდერულ პოლიტიკას. ლევან ვასაძე ქართველი პატრიოტია, რაღაც მხრივ ქართველი ნაციონალისტიც კი.. რამაც, შესაძლოა, მოსკოვში პრობლემები შექმნას.

ვასაძე არც პროდასავლელი და არც პრორუსი პოლიტიკოსი არ არის.. თუ რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების გადალახვა სურს ამ საციცოხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში, ჭეშმარიტად ნაციონალისტური ლიდერის პირობებში, უფრო ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი ვასაძესა და მოძრაობა “ერს”, – ამბობს დუგინი.

მთავარი