„ნიკა ამნისტიას არ დათანხმდება“ – ანზორ მელია

„ნიკა ამნისტიას არ დათანხმდება“ – ანზორ მელია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მამა, ანზორ მელია, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ნიკა მელია  ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება.

“ნიკა ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება და მეც, როგორც მშობელი ვამბობ, ჯობს, ციხეში იჯდეს და მოიხადოს ის, რასაც მიუსჯის ეს კაცთმოძულე მთავრობა ნიკას, ვიდრე ხელი მოაწეროს. დაჩაჩანაკებულ ნიკა მელიას ვერ ნახავს ეს მთავრობა. ვაჟკაცია ვაჟკაცი!

ამ მთავრობას აქვს რუსეთის იმედი და ამიტომ არიან ძალიან მაგრად და ყველაფერი, მაგრამ, ყოველი დღე ნიკას ციხეში ყოფნის, ამათი დასასრულია… იცის ოცნებამ, რომ ციხეში ვაია, გამოვა და ვუია. ამიტომ ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ, ქართველი ხალხი ბრძენია”