“უსინ­დი­სო­ბაა, რა­საც ამ­ბობ… მელიას პატიმრობას ვერ ამოეფარებით” – სამადაშვილმა და დეკანოიძემ იჩხუბეს

"უსინ­დი­სო­ბაა, რა­საც ამ­ბობ... მელიას პატიმრობას ვერ ამოეფარებით" - სამადაშვილმა და დეკანოიძემ იჩხუბესმწვავე პოლიტიკური დებატები ტვ პირველის ეთერში – ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

“სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი” – ამ სიტყვებით მიმართა სალომე სამადაშვილმა ხატია დეკანოიძეს. დაპირისპირების მიზეზი ყოფილ თანამებრძოლებს შორის “ქართულ ოცნებასთან” პოლიტიკური შეთანხმება იყო.

ხატია დეკანოიძე ამტკიცებდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობას შეთანხმებას იმის გამო არ მოაწერა ხელი, რომ ის ძალადობაში მხილებული სამართალდამცველების ამნისტირებასაც ითვალისწინებდა, რასაც სალომე სამადაშვილის მწვავე რეაქცია მოყვა.

სამადაშვილი ამტკიცებს, რომ მელიასთვის არ უღალატია და პარლამენტში სწორედ მისი ლიდერის ციხიდან გამოსახსნელად შევიდა.

– ჩვენ ვეთანხმებოდით პრაქტიკულად ყველაფერს, ერთი პუნქტი იყო, ამნისტიასთან დაკავშირებით. რომელზეც იქვე დავაფიქსირეთ პოზიცია, თქვა დეკანოიძემ.
რასაც სამადაშვილი რეპლიკა მოჰყვა, რომ დეკანოიძე მოლაპარაკებებზე საერთოდ არ ყოფილა:

– სალომე დამაცადე, ეს არის უზრდელობა, როცა არ მაცდი საუბარს, – მიმართა ყოფილ თანაგუნდელს ხატია დეკანოიძემ.
სამადაშვილმა კი დეკანოიძე ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

– ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული, სადაც ქალბატონმა ხატიამ იკითხა, რა სხვა გზა არსებობს მელიას გასათავისუფლებლად გარდა იმისა, რაც შეთანხმებაშია ჩადებულიო. ამაზე, მე მგონია, ნახევრად ირონიული პასუხი მიიღო, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ თქვა, რომ სა­მა­დაშ­ვი­ლის განცხადება უსინ­დოისო­ბაა.

– უსინ­დი­სო­ბაა, რა­საც ამ­ბობ, არ მო­ვე­ლო­დი შენ­გან ამას, – აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნო­ი­ძემ, რა­ზეც სა­მა­დაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:
– სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უნდა შე­იყ­ვა­ნოთ შეც­დო­მა­ში. ნიკა მე­ლი­ას პა­ტიმ­რო­ბას ვერ ამო­ე­ფა­რე­ბით. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა.

ტვ პირველი