ანა დოლიძე თბილისის მერად კენჭისყრას აპირებს – “ესაა ხალხის დაკვეთა”

ანა დოლიძე თბილისის მერად კენჭისყრას აპირებს - "ესაა ხალხის დაკვეთა"ანა დოლიძე თბილისის მერად კენჭისყრას აპირებს.

ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა.

“თბილისს, რომელიც მაგალითია მთელი საქართველოსთვის, სჭირდება მერი, რომელმაც ზუსტად იცის რა სჭირდება ხალხს.
თბილისს სჭირდება – მერი ხალხისთვის.
მეგობრებო, დიდი ხანია საუბარია მედიაში, ვინ უნდა იყოს მერობის საერთო კანდიდატი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის. საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად. მე არასდროს დავუბრკოლებივარ შიშს, რომ ხალხის ინტერესის დასაცავად დავპირისპირებოდი წინა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას და დიდ კორპორატიულ ინტერესებს.
15 წელი საჯარო სივრცეში ვდგავარ ჩვენი ხალხის გვერდით და ვფიქრობ, ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევძლებ სწორედ, პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლად, მხოლოდ ხალხისთვის მსახურს. ეს დაადასტურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობითვის ჩემმა ბრძოლამაც. ამომრჩეველის 18 პროცენტმა მხარი დამიჭირა, სწორედ როგორც ახალ, დამოუკიდებელ ძალას, ორპოლუსიანიბის მიღმა, ჩემი გავლილი გზის შეფასებით. ესაა ხალხის დაკვეთა” – წერს ანა დოლიძე.