აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდა

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს, რომლის ხედვები, დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი, რომელიც წარმოდგენილია ღირსეული, წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით; გუნდი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი-გიორგი გახარია, რომელიც მჯერა, რომ თავისი პიროვნული თვისებებით, ღირებულებებით, ერუდიციით, ეფექტიანი მართვით, მათ შორის კრიზისული სიტუაციების წარმატებული მართვითა და დასახული მიზნებით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის!

უდიდესი პატივია ჩემთვის გავხდე ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, რათა ჩემი გამოცდილება, რესურსი კიდევ უფრო მეტად იყოს რეალიზებული და მხარდაჭერილი ახალი გამოწვევების დასაძლევად, საერთო მიზნის მისაღწევად”, – წერს ბაკარაძე სოციალურ ქსელში.

1 ნიუსი