“ბატონო ლევან, მომნატრებიხართ!” – მაია ბითაძე ლევან ხაბეიშვილს

"ბატონო ლევან, მომნატრებიხართ!" - მაია ბითაძე ლევან ხაბეიშვილს“როგორ ვთქვა, ბატონო ლევან ხაბეიშვილო, მომნატრებიხართ-თქო, მაგრამ მომნატრებია” – ასე მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაია ბითაძემ ოპონენტს სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი თქმით, ხაბეიშვილი “ცარიელი” ფურცლებით საუბრობს და კანონმდებლობაში ვერ ერკვევა.

“როგორ ვთქვა, ბატონო ლევან ხაბეიშვილო მომნატრებიხართთქო, მაგრამ მომნატრებია. მაგრამ დღეს მაინც ვერ იყო ფორმაში და მთლად ისეთი პერფორმანსი არ დაუდგამს როგორსაც ვჩვევივართ მისგან საკრებულოში”, – თქვა მაია ბითაძემ.
პარლამენტი ამ წუთებში სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.

საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება – პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.

მთავარი