“გახარია “ოცნებას” ვერ დაშორდება” – დავით ჭიჭინაძე

"გახარია "ოცნებას" ვერ დაშორდება" - დავით ჭიჭინაძე“ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიასგან უფრო ომახიან გამოსვლას ელოდა, თვითკრიტიკასაც, წარსულის კრიტიკასაც და მომავლის იმედების გაჩენასაც:

– მის გუნდში არიან ყოფილი გუბერნატორები, ადმინისტრაციის უფროსები, შსს-ს ყოფილი თანამშრომლები. ეს ის ხალხია, რომლებიც “ქართული ოცნების” ორბიტას ვერ შორდებიან, ვერ უპირისპირდებიან.

– ვერც გახარია დაუპირისპირდება?

– თვითონ გვითხრა, ვერაო, არავისთან არ ვაპირებ დაპირისპირებასო. მომავალ კოალიციაზე თუ გველაპარაკება, “ქართულ ოცნებას” არ გამოვრიცხავ.

– მისთვის მიუღებელ ძალებთან შექმნის კოალიციას?

– მიუღებელ ძალებთან ერთად რომ ხედავდეს კოალიციას, მაშინ წარსულის სხვანაირი გადაფასება უნდა მოეხდინა. ვერ შორდება იმ მოცემულობას, რომელშიც იყო. გახარია ვერ უპირისპირდება წარსულს. ეს რომ გააკეთოს, მაშინ კითხვებზე პასუხები უნდა გასცეს.

ერთადერთი, რაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ბოდიშების დიდოსტატი იყო.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა