„გახარიას პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება არ აქვს“

„გახარიას პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება არ აქვს“პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარიას უღიმღამო პრეზენტაცია ჰქონდა.

– მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, მით უფრო ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება. თანამდებობიდან მოსულია, ასე დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნა სულ სხვაა.

მას აქვს პოლიტიკური რეიტინგი, მაგრამ ეს რეიტინგი რომ შეინარჩუნოს, უნდა გამოკვეთოს ის თემები, რომლებითაც ის იქნება განსხვავებული დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისგან. მან უნდა იპოვოს ის თემები, რომლებითაც შეიქმნის პოლიტიკურ იმიჯს, ამისთვის ყოფილი პრემიერობა არ არის საკმარისი.

– ის არ არის ბევრ საკითხზე ჩამოყალიბებული. არ იცის, ეყოლება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი.

– ეს იყო არასწორი განცხადება. არ უნდა ეჩქარა. თვითონ რომ არ იყრის კენჭს, სწორი გადაწყვეტილებაა. ახალი ძალა თუ პირველივე გამოწვევაზე მარცხს იწვნევს, ეს ძალიან ცუდია. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილებაა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა