გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრაპარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

ის ბრიუსელში დღეს, 15 ივნისს კახა ქემოკლიძესთან ერთად გაემგზავრა. მათ შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატოში.

ამასთან, ისინი შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.