გიორგი ფხაკაძე – “აფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, ოღონდ შარშანდელზე გაცილებით მწვავე იქნება”

გიორგი ფხაკაძე - "აფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, ოღონდ შარშანდელზე გაცილებით მწვავე იქნება"ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძის მოსაზრებით, ეპიდაფეთქებას, ოღონდ გაცილებით მწვავეს, ახლაც ბათუმიდან უნდა ველოდოთ.

მისი შეფასებით, ინდური შტამის გავრცელება სიტუაციას შარშანდელზე მეტად დაამძიმებს.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე მეხსიერება. შარშან ზუსტად იგივე იყო – დაიწყო აფეთქება ბათუმიდან, წელსაც იქნება იგივე ისტორია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ უფრო მწარე იქნება. გვექნება ინდური შტამი, ე.წ. დელტა შტამი იქნება უფრო ძლიერი, გავრცელება იქნება ძლიერი, მოსახლეობის იმუნური სისტემა იქნება უფრო დაქვეითებული, რადგან 1.5 წელი ხალხი ფიზიკურად დაიღალა, აი, ამას ელოდება ვირუსი, როდესაც თქვენ იტყვით “რაც იქნება, იქნებაო”, აი, მაშინ იგებს ვირუსი,”-აცხადებს ფხაკაძე.

რუსთავი 2