ირაკლი კობახიძე – „გახარიას 20 ივნისის შემდეგ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა“

ირაკლი კობახიძე - „გახარიას 20 ივნისის შემდეგ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა“პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას 19-20 ივნისის მოვლენების შემდეგ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა.
“გიორგი გახარიას ჰქონდა მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შემოტრიალებულიყო”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან”.

კობახიძის თქმით, 20 ივნისის შემდეგ გახარიას გადადგომა მომწიფებული იყო, თუმცა რაღაცამ შეცვალა გადაწყვეტილება

“მე შემიძლია გარკვეული დეტალებიც გაგიმხილოთ. 20 ივნისის შემდეგ გარკვეული ლიდერებიც საუბრობდნენ, რომ 20 ივნისის შემდეგ მას დაეტოვებინა თანამდებობა. ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, თუმცა შემდეგ რაღაცამ შეცვალა ეს გადაწყვეტილებები. რაღაცამ შეცვალა და არა ვიღაცამ, რამ, ამას ვერ ვიტყვი. თუმცა, ალბათ გარკვეულ მომენტში ამის დროც დადგება. რაღაც გარე ფაქტორი იყო, რამაც ეს გადაწყვეტილება… დიახ, მასთან იყო დაკავშირებული” აღნიშნა ირაკლი კობახიძემ “მთავარ არხთან”.