კალაძე – “პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია”

კალაძე - "პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია"თბილისის მერი, კახა კალაძე, ამბობს, რომ საქართველოში  პრაიდის კვირეულის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. კალაძის განმარტებით, შესაძლებელია, კონკრეტულმა ჯგუფებმა ეს არასწორად გამოიყენონ.

– გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა არის თანასწორუფლებიანი და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება, იმიტომ, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, – განაცხადა კალაძემ.
პრაიდის კვირეული 1-დან 5 ივლისის  ჩათვლით თბილისში ჩატარდება. 5 ივლისს პრაიდის კვირეული  ღირსების მარშით დასრულდება.

ტვ პირველი