ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვალევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა.

აღნიშნული მან “მთავარ არხთან” საუბრისას დაადასტურა.

“დიახ, მეც დავტოვე, მივმართე პარტიის თავმჯდომარეს. არ ვეთანხმები პარტიის კურსს, ფრაქციის შექმნას”, – თქვა მან “მთავართან” საუბრისას.
ბერძენიშვილს არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული მის ძმას, დავით ბერძენიშვილს.

ცნობისთვის, ამავე მიზეზით დღეს პარტია თამარ კორძაიმაც დატოვა. მისი თქმით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.