ლევან ვასაძე სამკურნალოდ თურქეთიდან რუსეთში მიდის – პრაიდის კვირეულში ის საქართველოში არ იქნება

ლევან ვასაძე სამკურნალოდ თურქეთიდან რუსეთში მიდის - პრაიდის კვირეულში ის საქართველოში არ იქნება“ერის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ამბობს, რომ ის პრაიდის კვირეულის პერიოდში საქართველოში არ იქნება.  ამის მიზეზად ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს.

ვასაძე აღნიშნავს, რომ თურქეთში მკურნალობის კურსი დასრულდა, დაუსვეს დიაგნოზი, აქვს პრობლემები გულზე და მკურნალობას რუსეთში, ბოკერიას კლინიკაში, გააგრძელებს.

ხუთწუთიან ვიდეომიმართვაში ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელის შეუშალოს 1-დან 5 ივლისამდე გასამართ ღონისძიებას.

– ვხედავთ გავეშებულ ქმედებას ქვეყნის აფეთქებისა პრაიდის მეშვეობით, ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა რადიკალური სექსუალური უმცირესობისა  და მათი უცხოელი დამფინანსებლების მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, არ აყვნენ პროვოკაციას და საჩქაროდ გააუქმონ პრაიდის კვირეული, ყველა მასთან დაკავშირებული ღონისძიება. არ დაუშვათ საქართველოს შემარცხვენებელი ღონისძიება – აცხადებს ლევან ვასაძე.
,,ერის” დამფუძნებელი  სამართალდამცავ უწყებებსა და ქვეყანაში აკრედიტირებულ საელჩოებსაც მიმართავს.

– მოვუწოდებ პოლიციას, ნუ დაუპირისპირდებიან ქართველ ერს, კარგად დაფიქრდნენ, რა ხელფასი უღირთ საქართველოში გარყვნილების, მამათმავლობის დასაცავად.

უცხოელ ელჩებს მოვუწოდებ, არ ჩაერივნონ საქართველოს შიდა საქმეებში, იცოდნენ თავიანთი ადგილი და პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს – ამბობს ლევან ვასაძე.

ტვ პირველი