ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიაზე საუბრობს.პასუხობს.
– გახარიაში მე რაც მომწონს, არის ის, რომ პრინციპულად ამბობს, 20 ივნისს მე ვიღებ ჩემს თავზეო. ძალიან კარგია, ამას სხვებს რომ არ აბრალებს.
იქ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, მაგრამ ეს, ვფიქრობ, ბრძანების კი არა, ქაოსის შედეგი იყო. ერთმა გაისროლა და აჰყვა ყველა. მერე ვეღარ გააკონტროლა ვერავინ, ვერც გახარიამ და ვერც მამაზეციერმა. მე მგონი, ეს მოხდა საბოლოო ჯამში და, შესაბამისად, ვერავისაც ვერ დააბრალებს.
– მოგეწონათ მისი ეს პოზიცია?
– კი, ეს ღირსეული საქციელია, რომ არ გამოვიდა და არ დაიწყო ტირილი, მაიძულეს და სინამდვილეში ჩემი ბრალი არ იყოო. მართლა მომწონს მისი პოზიცია. თანმიმდევრული და ვაჟკაცური პოზიცია აქვს, ჩემი აზრით.
– გუნდთან რამდენად მართალია?
– გუნდი კბენს და ესეც კბენს პასუხად. არ დააბრალა არავის არაფერი, ფრთხილი და დაბალანსებული გამოსვლა ჰქონდა, არავის წინააღმდეგ არ უსაუბრია. ახლა, როდესაც დაუწყეს ლანძღვა და მოღალატის ძახილი, უპასუხა, გასაგებია. თუმცა ისევ და ისევ მისი წასვლა აშკარად იყო მოულოდნელობა. ამან გუნდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და, როგორც ჩანს, ამას არ პატიობენ.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა