“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდა

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდა შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში პირველად გამოცხადდა. სხდომაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და გაერთიანებული ოპოზიციის სხვადასხვა წევრები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ პლენარული სხდომა მოულოდნელად დაასრულა:

“დღეს უპრეცედენტოდ მალე დაასრულა თავმჯდომარემ სხდომა, ალბათ მიხვდით მიზეზსაც, რატომ მოხდა ეს, “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდა პარლამენტში”, – განაცხადა ენმ-ს წევრმა დავით კირკიაძემ.