თბილისის მერობის კანდიდატად ნაცმოძრაობა ლევან ხაბეიშვილს წარადგენს, „ოცნება“ – კალაძეს?!

თბილისის მერობის კანდიდატად ნაცმოძრაობა ლევან ხაბეიშვილს წარადგენს, „ოცნება“ - კალაძეს?!მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკურ სიტუაციას უფრო ბუნდოვანს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ დრო ცოტაა,  პოლიტიკურ პარტიებს ჯერ არ წარუდგენით მერობის კანდიდატები.

როგორც „ოცნებაში“ აცხადებენ, თბილისის მერობის კანდიდატს მომავალ კვირაში დაასახელებენ და სავარაუდოდ, მოქმედი მერი კახი კალაძე იქნება. პოლიტიკური ექსპერტები მის გამარჯვებას ვარაუდობენ.

რამდენიმე კვირის წინ, „ოცნებიდან“ გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით, მერობისთვის ყოფილი სპიკერი არჩილ თალაკვაძეც ემზადებოდა. მან სოციალურ ქსელში აქტივობებსაც მოუხშირა.  არაფორმალურ სიტუაციებში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებდა. შიდა რეიტინგების მიხედვით,  კალაძემ აჯობა და პარტიამაც არჩევანი მასზე გააკეთა.

როგორც ამბობენ, კალაძე სანაცვლოდ პარტიასთან ერთგვარად ვაჭრობს,  ითხოვს, რომ თბილისის საკერებულოს  დეპუტატთა კანდიდატები მან შეარჩიოს.

რამდენიმე თვის წინ აქტიურად მუსირებდა აზრი, რომ თბილისის მერობისთვის ნიკა მელია იბრძოლებდა.

წყაროს ინფორმაციით, კალაძის მეტოქე, ნაციონალი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი იქნება.

იგი თბილისის საკრებულოს დეპუტატობის დროს საკმაოდ აქტიურობით გამოირჩეოდა.

ლევან ხაბეიშვილს თბილისელები სუფთა პოლიტიკოსის სახელით იცნობენ.