ნავალნის მხარდამჭერ ბოკარევს საქართველომ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა

ნავალნის მხარდამჭერ ბოკარევს საქართველომ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრანავალნის მხარდამჭერ რუს ბიზნესმენს სერგეი ბოკარევს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა. პუტინის ოპოზიციონერს საქართველოდან რუსეთში  ექსტრადირება ემუქრება. ეს საკითხი იუსტიციის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. ბოკარევი საკუთარ ქვეყანაში დევნის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც მან პოლიტიკური შეხედულებები საჯაროდ დააფიქსირა. ბოკარევმა ვლადიმერ პუტინი 2016 წელს გააკრიტიკა და ოპოზიციონერი ლიდერის სერგეი ნავალნის დაფინანსება დაიწყო.

იმედი მაქვს საქართველო ყველა ცივილიზებული ქვეყნის მხარეს დაიჭერს. ფული შევწირე ნავალნის ანტიკორუფციულ ფონდს და საჯაროდ გამოვდიოდი მთავრობის წინააღმდეგ. ამის შემდეგ დამეწყო პრობლემები, წამართვეს აქტივები და აღძრეს საქმეები”, – ამბობს ტვ პირველთან სერგეი ბოკარევი.
ბოკარევის თქმით, საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებამ მის შვილებზეც დაიწყო. ნავალნის მოკავშირე ყვება, რომ ბაღიდან მისი შვილის გატაცების მცდელობასაც ჰქონდა ადგილი.