ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა

ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ლიდერი ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვაშინგტონში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ყველაზე მთავარია სასარგებლო შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა, ძალიან ბევრი შეხვედრა იქნება იმ ადამიანთან, თუ ორგანიზაციასთან, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს ამერიკის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში,  – აღნიშნავს ნიკა მელია.

მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყრონ ოქტომბრის არჩევნებს.

„ძალიან მაღალი მოლოდინით ვარ. ვფიქრობ, ვაშინგტონში 10 – დღიანი საკმაოდ დატვირთული ვიზიტი უკვალოდ არ ჩაივლის, ეს კვალი უახლოეს მომავალში დაეტყობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას. კარს მომდგარ არჩევნებზეც იქნება, რა თქმა უნდა, საუბარი.

მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა საერთაშორიოს თანამეგობრობამ, როგორც არასდროს იმდენად მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს“,-აღნიშნავს მელია.

იპნ